აშშ-ის ადმინისტრაცია სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების რატიფიცირების პროცესის ფორსირებას და ამ საკითხის მიმდინარე წლის ბოლომდე დახურვას გეგმავს.
"ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და მას მხარს უჭერს ორივე პარტია", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე მარკ ტოვერმა და აქვე დასძინა, რომ მას არ სურს მოახდინოს საკითხით სპეკულირება იმ შემთხვევისთვის, თუ რატიფიცირება არ მოხდება.
"გვინდა დოკუმენტის რატიფიცირება ახალი წლისთვის მოვახდინოთ. იქამდე სენატის განახლებული შემადგენლობა დაიწყებს მუშაობას", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სტატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას ხელი 2010 წლის აპრილში, პრაღაში მოაწერეს.