ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს", - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე.
"მოხდა ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს", - წერს ის.
სწორედ საპატრიარქომ მოუწოდა მოსახლეობას, ღირსების მარშის კონტრაქციაზე გამოსულიყვნენ.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ დაკავებული. მათ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს. ძალადობრივმა ჯგუფებმა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტსა და ოპერატორზე იძალადეს.