თავდაცვის ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეთა სამხედრო ძალებმა დატოვეს ავღანეთის ბაგრამის ავიაბაზა.
იუწყებიან, რომ ბაგრამის ავიაბაზაე კონტროლი ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები 11 სექტემბრისთვის სრულად დატოვებენ ავღანეთს.
11 სექტემბერს 20 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-ყაიდამ, რასაც ავღანეთში აშშ-ისა და კოალიციური ძალების შესვლა მოჰყვა.
ავღანეთიდან ნატო-სა და ამერიკის ძალების გაყვანის ფონზე, ტეროტრისტული დაჯგუფება თალიბანი ძალებს იკრებს და ავღანეთის სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
შეერთებულ შტატებს სურს, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, ქვეყნის მომავლის ბედი ავღანეთის ხელისუფლების ხელში აღმოჩნდეს.