ცხოვრებაში ბევრჯერ არ ხდება, როცა ძალიან ნერვიულობ და ამავე დროს ძალიან ბედნიერი ხარ, წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი მომენტი სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდების დაწყებას უკავშირდება.
"დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ახალი ენერგიით და ენთუზიაზმით ცხოვრების სხვა, ახალ ეტაპზე გადადის.
შემდეგ კი ბევრი გამარჯვება ცხოვრების გზაზე თქვენი და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!", აცხადებს მდინარაძე.