გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას, - აცხადებს პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მისი განმარტებით, თუ კი ეს მოხდება მაშინ პარტია ბანკთან შუამავლობას გასწევს.
„გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას და თუ ვინმეს მოსთხოვენ დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვიქნებით შუამავალი „ლიბერთი ბანკთან“. მეორე - თუ ჰყავთ ისეთი თავდები პენსიონერებს, რომელთაც აქვთ დასაბუთებული შემოსავალი, ბანკი მზად არის არა 36% პროცენტში, არამედ გაცილებით ნაკლებ პროცენტში მისცეს სამომხმარებლო სესხი. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი - ბანკი მზადაა პენსიონერებს, რომელებიც თვიდან თვემდე 50-70 ლარს იხდიან და ეს მათთვის ძალიან მძიმეა, გაუგრძელონ კრედიტის ვადა და შესაბამისად შემცირდეს ეს გადასახდელი თანხა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.