ეს ადამიანი გადადგა ნაცების ინტერესისთვის - გიორგი გახარიას გადადგომაზე "ქართული ოცნების" ფარქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს:
"ეს ადამიანი გადადგა ნაცების ინტერესისთვის, ფაქტია - ნაცმოძრაობის მართალია ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარისთვს გადადგა. ფაქტი ეს იყო რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა", - ამბობს მდინარაძე.
კითხვაზე, თვლის თუ რა, რომ გახარია ნამდვილად წარმატებით გაართვა თავი პანდემიის პერიოდის კრიზისს, მდინარაძე ხაზს უსვამს გახარიასა და "ოცნების" გუნდის ერთობლივ მუშაობას და ამბობს, რომ ის, რაც წარმატებული იყო, არ უნდა უარყონ:
"მიუხედავად ამისა, სადაც ის თავის გუნდთან ერთად, ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს უნდა თქვა, ეს არ უნდა ვუარყოთ იმიტომ რომ არავინ არ დაგვიჯერებს, რომ ვთქვათ არაფერი არ მოგვწონდა ამ კაცის, მაშინ რატომ გყავდათ პრემიერ-მინისტრად", - ამბობს მდინარაძე.