"დაიცავი საქართველოს" ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ აშშ-ს უწყებათაშორის ჯგუფთან შეხვედრისას საუბარი საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ კონკრეტულ დარღვევებს შეეხო.
გაჩეჩილაძის თქმით, ოპოზიციამ ამერიკულ მხარეს კონკრეტული ფაქტრები მიაწოდა მედიის ტავისუფლების, საკანონმდებლო ხარვეზების, სასამართლოსა და პოლიციის შესახებ. გაჩეჩილაძის თქმით, ამერიკულ მხარეს კონკრეტულ დარღვევებზე სერიოზული რეაქცია ჰქონდათ.
"პრინციპულ და კონკრეტულ საკითხებზე გვქონდა საუბარი. საუბარი შეეხო მედიის პრობლემებს, საკანონმდებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს, პოლიციის დეპოლიტიზაციას. ძალიან ყურადღებით ისმენდნენ, იწერდნენ და სერიოზულ რეაგირებას იძლეოდნენ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
აშშ-ის მხრიდან უწყებათაშორისი ჯგუფი საელჩოში შეხვედრებს დილიდან მართავს.
პირველი შეხვედრა ჯგუფმა სამოქალაქო სექტორთან გამართა.