აშშ-ს საელჩოში აშშ-ს უწყებათაშორის ჯგუფთან შეხვედრისას ოპოზიციამ თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სასამართლოს საკითხი დააყენეს.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი შეხვედრაზე კონკრეტული ფაქტებითა და წინადადებებით მივიდნენ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით.
"დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადენით, ოპოზიციამ მოითხოვა ამერიკული მხარისაგან, რომ კონკრეტული ვადები დაითქვას და დემოკრატიული რეფორმები სწრაფად განხორციელდეს.
"იყო კონკრეტული შეკითხვები, თუ როგორი ზემოქმედება არის საჭირო იმისათვის, რომ ამერიკული ქარტია მართლაც შესრულდფეს, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიული ნაბიჯები გადადგას და ქვეყანაში რეალურად დემოკრატიის პრობლემები აღარ არსებობდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას უნდა მოყვეს სერიოზული შედეგები. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჩემს მიერ იყო გახმოვანებული იყო ის, რომ დაითქვას კონკრეტული ტარიღები და განისაზღვროს ვადები", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციიდან გიორგი თარგამაძე ესწრებოდა. თარგამაძემ შეხვედრისას ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების გათავისუფლების საკითხი დააყენა.