უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საპროტესტო აქცია მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც კრძალავს არასულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის საკითხების "პროპაგანდას".
საპროტესტო აქცია, რომელშიც დაახლოებით 5 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, 14 ივნისს, ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.
კანონპროექტის კენჭისყრა 15 ივნისს არის დაგეგმილი.
საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტი განსახილველად უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის პარტიამ, Fidesz-მა გადაუგზავნა. კანონპროექტით, მისი დამტკიცების შემთხვევაში, აიკრძალება არასრულწლოვანთა შორის საგანმანათლებლო პროექტები ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით და მსხვილი კომპანიების რეკლამირება, რომლებიც ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.
ხუთმა არასამთავორობო ორგანიზაიამ, მათ შორის Amnesty International-მა გააკრიტიკა კანონპროექტი, რომელიც მათი თქმით, გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლებისა და ბავშვთა უფლებების შეზღუდვას.
უფლებადამცველთა თქმით, მმართველი პარტია ქმნის დიქტატორულ მოდელებს, რომელიც ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს.