დღეს, 10 ივნისს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდი ნაწილი მზის დაბნელების მომსწრე გახდება.
ამ კონკრეტულ მოვლენას წრიულ დაბნელებას, ცეცხლოვან ბეჭედს უწოდებენ, რადგან მთვარე მთლიანად არ დაფარავს მზეს. მთვარის სილუეტის გარშემო მზის ცეცხლოვანი ნათება რკალისებურად იქნება შემოვლებული.
მზის წრიული დაბნელება ხდება, მაშინ როდესაც მთვარე დედამიწიდან ისე შორს იმყოფება რომ მისი დისკო ვერ ფარავს სრულად მზის დისკოს, რის გამოც გვერდებიდან შემოპარული მზის დისკო მთვარის გარშემო ქმნის წრეს.
მზის დაბნელების ნახვა გრენლანდიაში, ისლანდიაში, არტიკაში, ევროპის უმეტეს ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის დიდ ნაწილში იქნება შესაძლებელი.