ალბანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს, ილირ მეტას იმპიჩმენტი გამოუცხადა.
იმპიჩმენტის გამოცხადებას წინ უსწრებდა, პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა 25 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ, მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციას, რითაც დაარღვია კონსტიტუციის მე-16 მუხლი.
ალბანეთის კონსტიტუციის მე-16 მუხლით, პრეზიდენტი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ერთიანობის პრინციპები, რასაც, როგორც იუწყებიან, ძირი გამოუთხარა ოპოზიციისთვის მხარდაჭერის გამოცხადებამ.
იმისათვის, რომ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვალოს, პარლამენტის იმპიჩმენტის მიზანშეწონილობა საკონსტიტუციო სასამრთლომ უნდა დაადასტუროს. ამისათვის, სასამართლოს 3 თვე აქვს.
ილირ მეტას უფლებამოსილების ვადა 2022 წელს იწურება.