საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" თვითმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის გახსნაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ არჩევნებზე გავალთ ძალიან ძლიერად, ყველამ იცის და ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად მოვიგებთ, არათუ 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით, გადაეცით ეს ყველას. ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები.