რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა წიგნი დაწერა სახელწოდებით "მსოფლიოს შევარდნები. რუსი ელჩის დღიური". რუსული მედიის ინფორმაციით ამ წიგნში მრავალ სხვა რაღაცასთან ერთად მოთხრობილია ის თუ რა ხდებოდა ნატოში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს. "საუბარია ასევე იმაზე თუ როგორ ირუჯებოდა მზეზე ალიანსის გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი მაშინ როდესაც ტანკები მშვიდობიან მოსახეობას ბომბავდნენ. წიგნში ასევე საუბარია იმაზე, თუ რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომი და რამდენად მზადაა და სურს თუ არა ევროპას რუსეთთან ომი", _ წერს რუსული მედია და იქვე აღნიშნავს, რომ წიგნში ასვეე აღწერილია თუ რა მოიმოქმედა რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში მაშინ როდესაც იმ წუთში გახდა მისთვის ცნობილი, რომ აგვისტოს კონფლიქტი დაიწყო და "მიხეილ სააკაშვილმა დაუცველ სამხრეთ ოსეთს ომი გამოუცხადა".
"მეუღლე გავაღვიძე და სასწრაფოდ გასამგზავრებლად მომზადება ვთხოვე. ბედად დამხვდა შესაფერისი რეისი ბრიუსელში. აეროპორტისაკენ მიმავალნი ავტომობილში ჩუმად ვისხედით. ჩემი ამოცანა იყო გამეჩერებინა ნატო გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმისგან და არ მიმეცა საშუალება ქართველი ავანტიურისტებისათვის მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება მოეხდინათ. ყველა ჩემი თანამშრომელი შვებულებიდან გამოვიძახე.
როდესაც ბრიუსელში ჩავფრინდი ევროპაში ალიანსის გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა დამირეკა გენერალმა ჯონ კრედოკმა. ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა _ ელჩო, გამარჯობათ, სად ხართ? _ ბრიუსელში, თქვენ? _ სანაპიროზე ვირუჯები, _ გააგრძელეთ გარუჯვა გენერალო!
ნატო არასოდეს იომებს რუსეთთან. ბრიუსელში მუშაობისას ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თუკი რუსეთი ძლიერი და დამუკიდებელი იქნება. დასავლეთს ეძვირფასება მის მიერ შექმნილი მსუყე და უსაფრთხო ცხოვრება და მას რისკის ქვეშ არასოდეს დააყენებს. რუსეთი კი დასავლეთისათვის ეს დიდი პრობლემაა და მუდმივი შიშისა და გაღიაზიანების სათავე",_ ნათქვამია როგოზინის წიგნში.