სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე აცხადებს, რომ ბიტკოინი ქვეყნის ოფიციალური ვალუტა გახდება. თუ ამ გეგმას პარლამენტი დაამტკიცებს, სალვადორი პირველი ქვეყანა გახდება, სადაც კრიპტოვალუტას აღნიშნული სტატუსი მიენიჭება.
სალვადორს, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს, არ აქვს საკუთარი ვალუტა, ქვეყანაში ბრუნვაში მხოლოდ ამერიკული დოლარი გამოიყენება.
პრეზიდენტმა ბუკელემ განაცხადა, რომ ბიტკოინის აღიარება ეროვნულ ვალუტად ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, სამშობლოში ფულის გაგზავნას გაუადვილებს. მოკლევადიან პერსპექტივაში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. მისი თქმით, სალვადორის მოსახლეობის 70 პროცენტს არ აქვს საბანკო ანგარიშები და ადამიანები ჩრდილოვანი ეკონომიკის პირობებში მუშაობენ.
ბუკელეს თქმით, მომდევნო კვირაში სალვადორის კონგრესს წარუდგენს კანონპროექტს ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად გამოცხადების შესახებ.
სალვადორის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სახსრებზე, რომელსაც საზვარგარეთ მყოფი მოქალაქეები სამშობლოში გზავნიან. ეს თანხა ქვეყნის მშპ-ის 20 პროცენტს შეადგენს.