"ისეთი წარმოდგენა შეიქმნა, რომ თითქოს ეს არის გარკვეული კონცლაგერებით ჩაკეტილი სიტუაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას.
მისი თქმით, პროცესმა გარკვეულწილად პოლიტიკური ელფერი მიიღო.
"ისეთი წარმოდგენა შეიქმნა, რომ თითქოს ეს არის გარკვეული კონცლაგერებით ჩაკეტილი სიტუაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუკი რაიმე გადახრა არსებობს, ეს რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. გამორჩეულად არის ტენდენცია, რომელიც ვითარების ესკალაციისკენ და ისტერიკისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს“, - აცხადებს ვოლსკი.