ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ, ქნესეთმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩია.
ჰერცოგის კანდიდატურას ქნესეთის 87 წევრი მიემხრო.
პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, მირიამ პერეცმა 27 ხმა მიიღო. არჩევის შემთხვევაში, მირიამ პერეცი ისრაელის სახელმწიფოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდებოდა.
ისრაელის მოქმედი პრეზიდენტის, რეუვენ რივლინის საპრეზიდენტო მანდატი 9 ივლისს იწურება.
იცხაკ ჰერცოგი პირველი პრეზიდენტი იქნება ქვეყნის ისტორიაში, რომლის მამაც ასევე პრეზიდენტი იყო. ხაიმ ჰერცოგი ისრაელის პრეზიდენტის თანამდებობას 1983-1993 წლებში იკავებდა.