დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“.
მისი თქმით, მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური.
„მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.