"ვისაც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა სურს, იმათგან ნდობა, ამ ადამიანის, გახარიასი არ შეიძლება", აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.
მისი განმარტებით, ეს ადამიანი ვერ, ან არ ბედავს, რომ ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.
"20 ივნისზე იგივე, "ოცნების" პროპაგანდისტურ, უტიფარ ხაზს აწვება, აღიარებს, რომ მინისტრის მოხსნაც არ შეეძლო კრიტიკულ ვითარებაში, COVID-ზე საბრძოლველად თანხები ამ ადამიანის პიარზე დაიხარჯა და ამას შეეწირა ჩვენი ეკონომიკა და ჯანდაცვა. ყველა კრიტიკულ ვითარებაში, იქნება ეს ია კერზაიას საქმე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამარცხვინო ზეწოლისას, პანკისის სპეცოპერაციისას, თუ სხვა, ეს ადამიანი ვერ იღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას სჭირდებოდა, ან იღებდა სამარცხვინო გადაწყვეტილებებს", - აღნიშნავს ბოკერია.