ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პენსიონერებისათვის პენსიების 10 ლარით შემცირება გადაწყვიტა.
ძაგანიას თქმით, პენსიები 10 ლარით შეუმცირდათ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, 9 აპრილის მონაწილეებს და მათ ოჯახებს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, სულ პენსია შეუმცირდა პენსიონერთა 15 კატეგორიას.
"ლეიბორისტული პარტია" ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანებს აღუდგინონ პენსიები და შემდეგ გაუზარდონ",- განაცხადა კახა ძაგანიამ.