სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვებულად დიქტატორული რეჟიმის მოქმედი ლიდერი, ბაშარ ალ ასადი გამოცხადდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასადმა ხმების 95.1% მიიღო. დიქტატორის გარდა, საპრეზდიენტო არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა.
საპრეზიდენტო არჩევნები სირიაში 26 მაისს გაიმართა.
სირიის უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში 51 მსურველიდან მხოლოდ 3 კანდიდატი დაარეგისტრირა - ბაშარ ალ ასადი, მაჰმუდ მარეი - დემოკრატიული არაბული სოციალისტური კავშირიდან, აბდულა აბდულა - სოციალისტური კავშირის წარმომადგენელი.
სირიის კანონმდებლობით პრეზიდენტობისთვის აუცილებელია, კანდიდატი იყოს 40 წელს მიღწეული მუსლიმი და არ ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.