ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა თურქეთის დედაქალაქის - ანკარის მთავარი სიმბოლო "ათაქულეს კოშკი".
ამასთან, განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებულ იქნა საქართველოსა და თურქეთის დროშები და ასევე, მისალოცი ტექსტი თურქულ და ინგლისურ ენებზე: „Gürcistan Bağımsızlık Günü kutlu olsun!“; “Congratulations on the Independence Day of Georgia!”