თბილისის მერია კიევს ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს უგზავნის.
დახმარების თხოვნით კიევის მერმა თბილისის მერს ცოტა ხნის წინ მიმართა.
კიევში 400 კილოგრამი ტვირთი იგზავნება, სადაც იმუნიტეტის ასამაღლებელი ანტიბიოტიკები და H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო სხვა საჭირო სამედიცინო პრეპარატები შედის.
ტვირთი სპეციალური რეისით კიევში რამდენიმე საათში გაიგზავნება.