ვთვლი, რომ ენმ-მ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
"არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტს გარეთ მყოფმა პარტიამაც სერიოზულად იმუშაოს და მოიპოვოს სერიოზული მხარდაჭერა, მაგრამ ამ მოცემულობაში, რომელიც დღეს შეიქმნა ქვეყანაში, იმის შემდეგ, როცა გარკვეული პარტიების მიერ გაფორმდა შეთანხმების დოკუმენტი და დღეს უკვე აღარ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი. მე ვთვლი, რომ დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ, თუმცა ეს ჩემი პირადი პოზიციაა", - ამბობს უდუმაშვილი.
შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ჯერჯერობით კვლავ უცნობია. პარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძლედება.
როგორც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს, ვინაიდან მან კონსულტაციები უნდა გაიაროს არა მხოლოდ, ენმ-ის წევრებთან, არამედ მის მხარდამჭერებთანაც.