„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიაში სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
დეკანოიძის თქმით, მისი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის, როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის.
„ახლაც მიმდინარეობს კონსულტაციები, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნიკას მოვუსმინოთ, დაველაპარაკოთ და მასთან ერთად ძალიან ბევრი საკითხი გავიაროთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის, როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის. “, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.