შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას და მიმართავს რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია. განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. რომელიც უკრაინაში იმყოფება. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე შეხვდა.
"ჩვენ ვისაუბრეთ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი ყირიმის დაპყრობითა და დონბასის ომით დაწყებული. ვხედავთ, რომ უკრაინის საზღვრებთან შეინიშნება რუსული ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაცია 2014 წლის შემდეგ. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მხარს გიჭერთ. ასევე მხარს გიჭერენ ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები. მივმართავთ რუსეთს, რათა შეწყვიტოს უკრაინის მიმართ აგრესია", - განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას უკრაინა-რუსეთის საზღვარზე და წინ აღუდგება რუსეთის ქმედებებს, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციისაკენ არის მიმართული.
ბლინკენი კიევში დღეს, 6 მაისს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის. ბლინკენს ასევე დაგეგმილი შეხვედრები საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.