შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ინფორმაციას ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პირადად ჩემთვის და უკრაინისთვის სასიამოვნო და პატივია ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მაღალი დონის დელეგაციის მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უპირველესად უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც 2014 წლიდან აშშ მხარს უჭერს და ჩვენ ვაფასებთ ამ მხარდაჭერას", - განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე.
შეხვედრის დასრულებისთანავე ენტონი ბლინკენი და ვოლოდიმირ ზელენსკი მედიის შეკითხვებს უპასუხებენ. მანამდე სახელმწიდო მდივანი თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა.
სახელმწიფო მდივნის უკრაინაშ ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვდრა უკრაინის პრემიერ მინისტრ დენის შმიგალსს და სხვა ოფიციალურ პირებთან.