საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.
დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.
ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.