ვიტალიკ ბუტერინი, 27 წლის რუსული წარმოშობის კანადელი პროგრამისტი, მილიარდერი გახდა.
ბუტერინმა კრიპტოვალუტა ეთერიუმი 2013 წელს შექმნა, როდესაც ის 19 წლის იყო. კრიპტოვალუტა მიმოქცევაში 2015 წელს გამოვიდა. ახლა ბუტერინი 333 500 ეთერიუმს ფლობს.
ამ დროის მონაცემებით, ერთი ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 3 330 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის შემქმნელი მილიარდ ასი მილიონზე მეტი დოლარის მფლობელია.
2012 წელს ბუტერინმა დაარსა ონლაინგამოცემა Bitcoin Magazine, რომელიც მომხმარებლს განახლებულ ინფორმაციას აწვდის ბაზარზე არსებული კრიპტოვალუტების შესახებ.
ეთერიუმი ამჟამად სიდიდით მეორე ციფრული ვალუტაა საბაზრო ღირებულების მიხედვით - მცირედით ჩამოუვარდება ბიტკოინს საბაზრო კაპიტალიზაციით (ARSC). CoinMarketCap– ის თანახმად, მიმოქცევაში არსებული ეთერიუმის მთლიანი ღირებულება ახლა დაახლოებით $ 403 მილიარდია. სამშაბათს ერთი ეთერიუმის ფასი 3,482 დოლარი იყო.