შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5-6 მაისს უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, სხვა ოფიციალურ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ამასთან, მდივანი ბლინკენი მოუწოდებს უკრაინის ლიდერებს, გააძლიერონ ინსტიტუციური რეფორმები და ანტიკორუფციული მოქმედებები, რასაც უკრაინის დემოკრატიული ინტიტუტების განვითარების, ეკონომიკური აღმავლობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
უკრაინაში ვიზიტამდე ენტონი ბლინკენი ლონდონს ეწვევა, სადაც ის დაესწრება დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას.