ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ხალხი აძლევს ხმას, პოლარიზაციის დასრულებამდე შორია, - ასე უპასუხა პარტია "მოქალაქეების" წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის "თავისუფალი ხედვა" წამყვანის შეკითხვას, როდის უნდა ველოდოთ პოლარიზაციის დასრულებას.
"სამწუხაროდ, ეს არის ძალა, რომელიც ძალიან დესტრუქციულია და, რომლის ლიდერსაც ერთადერთი, რაც უნდა, ძალაუფლების სწრაფად დაბრუნებაა. ეს იმისთვის კი არ უნდა, რომ რაღაც რეფორმები გაატაროს, არამედ იმისთვის, რომ შური იძიოს იმ ხალხზე, ვინც ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას არ აძლევდა. მას ნებისმიერ ფასად უნდა ძალაუფლების დაბრუნება. ეს არის პრობლემა და ასეთ პარტიას რომ ბევრი უჭერს მხარს, პოლარიზაცია მარტივად არ დასრულდება", - განაცხადა ელისაშვილმა.