ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი პარტიის დატოვების შესახებ განცხადებას ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
"ოფიციალური განაცხადი პარტიის წევრობის დატოვებაზე არ გამიკეთებია ჯერ, ვთქვი, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ ნიკას გათავისუფლების შემდეგ. გამოვრიცხავ... მაგრამ ოფიციალურ განაცხადს პარტიის დატოვებაზე გავაკეთებ ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში სალომე სამადაშვილმა.