კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
კახა კუჭავას კანდიდატურას დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. მის კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგი წავიდა.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან 24 აპრილს გადადგა. იმავე დღეს "ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა წარადგინა.