სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე იტყობინება, რომ პარტიის ფეისბუქგვერდზე 264 ანგარიში დაბლოკა.
მისი თქმით, პარტიის წინააღმდეგ სიძულვილის ენის კამპანია არ შეჩერდება, პარტის ანგარიშის მფლობელეისა და მათ ვინაობას კომენტარებთან ერთად გაასაჯაროვებს.
“2021 წლის 19 აპრილის შემდეგ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე დაბლოკილია 264 ექაუნთი, აქამდე დაბლოკილ ათასზე მეტ ექაუნთთან ერთად, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილის ენას, არღვევენ ყველანაირი ზრდილობისა და ეთიკის ნორმებს.
ბოლო პერიოდში ჩვენს გვერდზე შეინიშნება განსაკუთრებული მობილიზება „ქართული ოცნებისა“ და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისა და ფეიქ ექაუნთების, რაც მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებულ ნეგატიურ კამპანიაზე.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფილების უმეტესობა არის ფეიქ ექაუნთი ანუ შექმნილია მიზანმიმართულად მადისკრედიტირებელი კომენტარების წერის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ვწუხვარ რომ, ჩვენმა ოპონენტებმა და კონკურენტებმა ბრძოლის და ჩვენთან ურთიერთობის გარკვევის ეს ფორმა აირჩიეს!
თუ ეს კამპანია არ შეჩერდება, უფლებას ვიტოვებთ, გავასაჯაროვოთ ეს ექაუთები კომენტარებთან ერთად”,- თქვა გიორგი ვაშაძემ.