15 მაისის აქცია ძალაშია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმების გაფორმება არ ნიშნავს იმას,რომ ოპოზიციური პარტიები აქციაში ონაწილეობას არ მიიღებენ.
„როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, ახლა დამოკიდებულია უკვე ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელმაც შეთანხმებას მოაწერა ხელი. მათ მოუწევთ, ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე გაიზიარონ.
შეთანხმების გაფორმება სულაც არ ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციაში პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ. თუმცა ესეც საბოლოო ჯამში, გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების საგანია. ვნახოთ, ჩვენ ველოდებით პარალელურ პროცესებს, როგორ განვითარდება ვითარება პარლამენტში“,- განაცხადა უდუმაშვილმა.