ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
მისი თქმით, მას ჯერ ისეთი არაფერი გაკეთებია, რის გამოც შეიძლება დაუპირპირდეს.
„ქართული ოცნების” შიდა დინებებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ არც მსმენია, რომ სხვა მიზეზი იყოს, რასაც არ ამბობენ. დიდი ალბათობით რეალურია, რასაც ამბობენ – ის, რომ ნეიტრალური ფიგურა სურდათ და ეს არის კარგი, რათა ოპოზიციის შემოსვლის შემდეგ პარლამენტი არ იყოს მუდმივი დაპირისპირების ასპარეზი, უფრო ნეიტრალური და მიუკერძოვებელი ფიგურის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა. ისეთი პირი უჩანს, მგონი, ეს იყო მიზეზი. კახა კუჭავას მხარი რატომ არ უნდა დავუჭირო? ყოველ შემთხვევაში, ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რის გამოც შეიძლება დავუპირსპირდე და მხარი არ დავუჭიროთ. ჩვენ ისეთი პარტია ვართ, რომელიც ყალბი წესებით არ ვხელმძღვანელობთ, რასაც გული გვკარნახობს და სწორია, ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში, არაფერი გვაქვს ხელმოსაჭიდი კუჭავა დავგმოთ და რატომ უნდა დავგმოთ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.