ქრისტიან დემოკრატები იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე აქციზის გათანაბრებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას მათ მიერ შემუშავებული ინიციატივის გადახედვის შემდეგ ითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
თამბაქოზე აქციზის გათანაბრების საკითხი მიმდინარე სესიის დღის წესრიგშია გათვალისწინებული და როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ქრისტიან დემოკრატებს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას ამ თემაზე ჰქონდათ საუბარი და მისგან მიიღეს დაპირება, რომ მთავრობა გაითვალისწინებს ქრისტიან დემოკრატების შენიშვნას და კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებები იქნება ასახული.
"ამიტომ მე მაინტერესებს მტავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. Aრის თუ არა აღნიშნული ცვილება გათვალისწინებული და თუ არ არის იქნებ გადავდოთ საკითხის განხილვა, ვიდრე ეს ცვლილება აისახება" - განაცხადა ვეფხვაძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ღვალაძემ კი აღნიშნა, რომ მთავრობა არ აპირებს აღნიშნულ კანონპროექტსი რაიმე ცვლილების შეტანას და საკითხის დღის წესრიგით ითქოვს განხილვას. Pარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კი აღნიშნული საკითხი პარასკევის სესიაზე განიხილება და ლევან ვეფხვაზეს ურჩევს რომ ქრისტიან დემოკრატებმა მთავრობასთან კონსულტაციები მანამდე გამართონ.