სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ტოვებს, მაგრამ გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე.
მან ასევე თქვა, რომ მმართველი პარტია მონაწილეობას მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 20 ივნისს გაიმართება.
"მმართველი პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. მე წარდგენილი ვიქნები სომხეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე", - თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის მოქმედი შემადგელობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე.