"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა.
"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს იმ გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება და მან ძალიან ღირსეულად გაართვა თავი საქმეს. მისი ეს ბოლო გადაწყვეტილება მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რაც ყველაზე მთავარია პარლამენტის როგორც ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიზარებ და ვთვლი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა.
ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კახა კუჭავამ.