რუსეთის ხელისუფლება, ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გამოძევების საპასუხოდ, ჩეხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. იუწყება რუსული გამოცემა "კომერსანტი" წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის მიმართ ეკონომიკური სანქციებით შეიზღუდება ჩეხური ლუდის იმპორტიც.
ჩეხეთმა რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა 2014 წელს სოფელ ვრბეტიცეში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებაში, რასაც ორი მოქალაქე ემსხვერპლა. პრაღამ გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რასაც რუსეთმა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევებით უპასუხა. ამის შემდეგ, ჩეხეთმა, კიდევ რუსეთის საელჩოს კიდევ 63 თანამშრომელი გააძევა.
ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატები გააძევეს სლოვაკეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ.