ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია - აცხადებს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი "დღის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.
"ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. დღეისათვის, ფაქტობრივად, არც ერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდინფიცრებულთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია ქვეყანაში," - განაცხადა ლევან რატიანმა.