ისეთი რეფორმა განხორციელდება, თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო, ისიც კი ვერაფერს აურევს - აცხადებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეთანხმებით გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
ელისაშვილის განცხადებით, მისი ვარაუდით, თამარ ჟვანია თანამდებობას საკუთარი სურვილით, თვითმართველობის არჩევნებამდე დატოვებს.
"ძალიან დიდ და მართლა რევოლუციურ ცვლილებებს თამარ ჟვანიამდე ნუ ვახურდავებთ. ისეთი რეფორმა განხორციელდება, რომ თამარ ჟვანია კი არა, ცესკო-ს თავმჯდომარედ იოზეფ გებელსი რომ დანიშნო, ისიც კი ვერაფერს აურევს. ისეთი გამართული ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, საოლქო და საუბნო კომისიები იქნება, რომ ვერავინ ვერაფერს გააფუჭებს, თუმცა რატომღაც მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ჟვანია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდე", - განაცხადა ელისაშვილმა.