ყატარელი ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს ხვდებიან.
პოლოლიკაშვილი სტუმრებს ქართულ საინვესტიციო გარემოს გააცნობს. უკვე ცნობილია, რომ ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოში დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
ბისნესმენები საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდნენ. დღის მეორე ნახევარში ისინი გაემგზავრებიან აჭარაში და აჭარის რეგიონს მოინახულებენ.