"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მიზნად აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა გარიყოს პოლიტიკური ველიდან
მისი თქმით, სანამ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია არის საპატიმრო დაწესებულებაში და ენმპროცესში არ მონაწილებს, კრიზისი ვერ დასრულდება.
"ქართულ ოცნებას" მიზნად აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა გარიყოს პოლიტიკური ველიდან და სწორედ ისეთ საკითხებზე მოახდინოს პედალირება, რომელიც მიღებელია როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის, ასევე პარტიის წევრებისთვის და მათი ელექტორატისთვის.
ჯერჯერობით, კრიზისი სახეზე გვაქვს, კი აცხადებენ აქტორები და ხელმომწერები, რომ კრიზისი გადაწყდა, მაგრამ მანამ, სანამ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია არის საპატიმრო დაწესებულებაში, ვიდრე, ჩვენ პროცესში არ ვმონაწილებთ, კრიზისი ვერ დასრულდება. მით უფრო, რომ დოკუმენტი შეიცავს ისეთ დებულებებს, რომელიც მომავალში უთანხმოების საგანი იქნება, როგორც თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარეობასთან, ასევე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმასთან“, - განაცხადა "დღის კურიერში" ლევან ბეჟაშვილმა.