ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მეორე ხარისხოვანია, თუ როგორ იქნება ამნისტიის აღქმა სხვადასხვა პირთა მხრიდან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის დებულებები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებით:
"ამნისტია, როგორც მექანიზმი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ეს არის ერთგვარი პატიების ჟესტი. კონკრეტულ შემთხვევაში როგორ გავრცელდება და როგორი იქნება სხვადასხვა პირთა მხრიდან აღქმა, ეს მეორე ხარისხოვანია. მნიშვნელოვანია რომ შესრულდეს ის დებულებები რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.