შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის ფაქტორში" განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" თვითმართველობის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს.
"შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს. თეორიული შესაძლებლობა არის გათვალისწინებული შეთანხმებაში, თუმცა პრაქტიკულად, ყველამ იცის, რომ ეს არის გამორიცხული. „არა თუ 43%-იანი ზღვარის გადალახვა, არამედ ბევრად უფრო მაღალი ზღვარის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები არის გამორიცხული. „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამის საფუძველზე სათანადოდ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ამაში შეგვიძლია მთელი საზოგადოება დავარწმუნოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.