ბლოკ სტრატეგია აღმაშენებლის ყოფილი წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი შეცდომად თვლის იმას, რომ ევროპელი დიპლომატების მოდერატორობით გამართულ შეხვედრებს ისიც არ ესწრებოდა. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"შარლ მიშელი არაფერს არ ქმნის ქართველების გარეშე. ეს ტყუილია. ყველას არ ჰქონდა არგუმენტებით დარწმუნების საშუალება. მე არ ვიყავი იმ შეხვედრებზე, მუდმივად წარმომადგენელი იყო მხოლოდ გიორგი. მე გამოვთქვი ამის სურვილი, მაგრამ გიორგიმ მითხრა რომ სტრატეგიიდან მე ვიქნებიო. მე ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ გიორგის ეს ყველაფერი გამოსვლოდა. ჩემთვის თვითმიზანი არასდროს არაა, რომ მივიდე. წარომადგენელი უნდა იყო, იყავი, პრობლემა არ არის. რა მოხდა მერე. გულდაწყვეტილი კი არა, ახლა ვფიქრობ, რა გავაკეთე, ეს რომ იქ არ ვიყავი. იმიტომ რომ შეცდომა იყო, რომ არ ვიყავი, ქართული პოლიტიკისთვის," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.