საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად არის მოწოდებული, რომ მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოაწერეს.
„რაც შეეხება უშუალოდ იმპლემენტაციას და შეთანხმების შესრულებას, მე შემიძლია, დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.