ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
“ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული, კონსტრუციული დიალოგის რეჟიმის მომხრე და ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.