დღეს არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მისი თქმით, ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, რასაც პარლამენტში ერთიანი ძალისხმევით მუშაობა სჭირდება.
"მინდა, გავიმეორო, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როცა არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის. ჩვენი ქვეყნის, ხალხის წინაშე არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა, ამ გამოწვევას სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პარლამენტში, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების, ნორმალური მუშაობის რიტმს და რეჟიმს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.