სალომე სამადაშვილს არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა, – ასეთ კომენტარს აკეთებს პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით.
"სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად ჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთდგულება საკუთარი პოზიციის მიმართ", - წერს ელენე ხოშტარია "ფეისბუქში".
სალომე სამადაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.